უამრავი ადამიანი ზის ციხეში უფრო დაბალი მუხლით და უფრო დიდი სასჯელით - წაქაძე ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის ქვეყანა, სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლებრივად მოქმედებს, არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს სამართალში. ეს არის, ეს გზავნილია. [ამ მუხლით არავინ მჯდარა აქამდე ციხეში] როგორ გეკადრება, უამრავი ადამიანი ზის უფრო დაბალი მუხლით და უფრო დიდი სასჯელით, როგორ არა. მე ჩემი მანქანა მყავს, რომელიც მყავდა სანამ შემოვიდოდი პარლამენტში და იმ მანქანით დავდივარ დღესაც. [რეკომენდაციების მე-7 პუნქტი პირდაპირ ეხება ნიკა გვარამიას] მცდარია ეს ყოველივე, ჩვენი პარტნიორებისა, იმიტომ რომ არავის არ აქვს დედამიწის ზურგზე ჩაერიოს სამართალში".

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ. დღეს, 16 მაისს ერთი წელი შესრულდა, რაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაშია.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი