დამნაშავეების პატიმრობის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან, სპეკულაციაა - კობახიძე ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

ვინც ცდილობს, ერთმანეთთან დააკავშიროს კონკრეტული დამნაშავეების პატიმრობა და საქართველოს ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება, იმას აქვს თვითმიზნად, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - აცხადებს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობის 1 წლისთავთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინა "მთავარი არხის" დამფუძნებლის პოლიტიკური ნიშნით დაკავება. 

"ასეთები ცით, რომ არიან კონკრეტული ევროპარლამენტარები, სხვა უცხოელები, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ვიღაცეები ცდილობენ ხელოვნური ბარიერები შეუქმნან კანდიდატის სტატუსის მიღებას, სწორედ ამას ემსახურება ის განცხადებები, რომელიც კეთდება როგორც სააკაშვილთან, ასევე გვარამიასთან, კეზერაშვილთან და სხვებთან დაკავშირებით. რეალურად, დამნაშავეების პატიმრობის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან, არის უბრალოდ სპეკულაცია. " ამბობს კობახიძე. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი