სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილება იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, სულ თავში უნდა გირტყათ - ღუდუშაური

გამოქვეყნდა:

"სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე, საქართველოს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე, როგორც წამყვან ევროპულ ქვეყნებშია ეს. ბოლოს, მე მინდა გითხრათ - სტრასბურგის გადაწყვეტილებით ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს, იმ კამპანიისთვის, რომლის დროსაც, თქვენ ტალახს ესროდით და აზიანებდით ჩვენს ქვეყანას. თქვენ ის ხალხი ხართ და ეს იმ მსჯელობის გაგრძელებაა, რაც ქალბატონი სამადაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ თქვენი სურვილია საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დაუწესოთ სანქციები. ეს იმის გაგრძელებაა, რომ საქართველოში თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა და სააკაშვილს ვიღაცა კლავს. როდესაც პატიმრობა იყო სიკვდილთან გათანაბრებული და პატიმრობა უდრიდა ავტომატურად სიკვდილს, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების დროს ჩავაბარეთ წარსულს. ამიტომ, ნუ გერევათ რა დროში და რა სიტუაციაში ხართ! სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რამე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ამ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ"

აცხადებს "ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებით ღონისძიებაზე არ დააკმაყოფილა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი