"შვილი მომიკლეს, დამნაშავე თავისუფალია" | დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა

გამოქვეყნდა:

"შვილი მომიკლეს, დამნაშავე თავისუფალია", - წერს სოციალურ ქსელში დიდ დიღომში, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი.

"შვილი მომიკლეს,დამნაშავე თავისუფალია, ექსპერტიზის პასუხები დაუსრულებლად არ მოდის. ამ ქვეყანას საქართველო ქვია", - წერს ნატო ხუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 16 მარტს ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე  ის არაერთმა მეზობელმა ნახა.  მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე  გოგონა დაღუპული იპოვეს.

დღეს ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 12 წლის ანა სხეულზე 39 დაზიანება აქვს, აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები.

ოჯახი და ადვოკატები სიმართლის დასადგენად და დამნაშავის გამოსავლენად ახლა  კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას და საქმეში საერთაშორისო და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ.  

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი