უნგრეთი ადასტურებს, რომ უკრაინისთვის 500 მლნ ევროს გამოყოფა დაბლოკა

გამოქვეყნდა:

უნგრეთის მთავრობის პრესსამსახური Reuters-ისთვის გაგზავნილ წერილში ადასტურებს, რომ არ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტრანშის გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF).

"უნგრეთი არ ეთანხმება, რომ ევროკავშირი, სხვა არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად, იყენებს ევროპის მშვიდობის ფონდს ექსკლუზიურად უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ეს არ იძლევა საკმარისი თანხების გამოყოფას ევროკავშირის ინტერესების სხვა სფეროებში გასაძლიერებლად“, - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს საკუთარ წყაროებზე  დაყრდნობით წერდა, რომ უნგრეთმა მოულოდნელად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მერვე ტრანშის 500 მლნ ევროს გამოყოფა დაბლოკა.

ოფიციალურმა ბუდაპეშტმა, როგორც სააგენტო იტყობინება, მოითხოვა გარანტიები, რომ EPF-დან თანხა არ დაიხარჯებოდა მხოლოდ უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.

ცნობისთვის, ევროპის მშვიდობის ფონდი 2021 წელს დაარსდა  და ევროკავშირის ქვეყნების შენატანებით ფინანსდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი