17 მაისს, 11 საათზე, საქალაქოში ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის პროცესი გაიმართება | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი წერს, რომ გირჩი მეტი თავისუფლების წევრების, ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

მისივე ინფორმაციით, სხდომა თავდაპირველად მათი მოთხოვნით , ხოლო მოგვიანებით მოსამართლის ინიციატივით გადაიდო.

"ხვალ 11 საათზე საქალაქო სასამართლოში Zurab Girchi Japaridze და Mosiashvili Nika-ს პროცესი გაიმართება.

სხდომა თავდაპირველად ჩვენი მოთხოვნით (გახსოვთ რამხელა ომი გამოვიარეთ, რომ თუნდაც ერთი დღით გადაგვედო სხდომა), ხოლო მოგვიანებით მოსამართლის ინიციატივით გადაიდო.

ხვალ მოსამზადებელ ეტაპზე ვიმყოფებით, თუმცა შესაძლოა ხვალვე გადაწყდეს სამართალდამცავებთან ლაპარაკში ეჭვმიტანილების ბედი" - წერს ვახტანგ ბარამაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძეს და მოსიაშვილს 7 მარტის ღამეს, დაკავებისას სპეცრაზმელებმა სცემეს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი