ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების თარიღი პოლიტიკური მოტივით იცვლება - ნაცვლიშვილი

გამოქვეყნდა:

ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები შესაძლოა 11 სექტემბერს გაიმართოს. არჩევნები აქამდე ყოველთვის დეკემბერში იმართებოდა, თუმცა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ზუსტი თარიღი 10 აგვისტოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდება.

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, გია ნაცვლიშვილი ამას პოლიტიკური მოტივებით ხსნის და ამბობს, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს ოქტომბრის არჩევნებში საკუთარი გუნდის წარმატების არ სჯერა.

რომ ეთქვათ, რომ მოდით, ოლიმპიადას გავახანრგძლივებ კიდევ ერთი წელი და ოლიმპიადის შემდეგ ჩავატაროთ, რაღაც ლოგიკა იქნებოდა, შეჯამება ხდება მაინც იმ შედეგებით, რასაც ოლიმპიადაში იღებ, ახლა იმის გამოყენება, რომ რადგან ოლიმპიადა არ ჩატარდა, სასწრაფოდ ჩავატაროთ არჩევნები, ლოგიკა არ არსებობს, ერთადერთი ლოგიკაა პოლიტიკური ლოგიკა, - ამბობს გია ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, არჩევნების თარიღი იმიტომ იცვლება, რომ ხაბელოვს სექტემბერში კვლავ პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი