პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები შეთანხმებულები იყვნენ მხარი არ დაეჭირათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრებად ასარჩევი იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც "ქართული ოცნების" მორჩილები იქნებოდნენ.
მიუხედავად ამისა, არჩეული სამი კანდიდატიდან ერთმა 91 ხმა მიიღო, ორმა, 93. გოცირიძემ სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ თქვა, რომ 5 ოპოზიციონერი ან გაიყიდა, ან მოხდა მანიპულაცია პროგრამაში.
"მთელი ოპოზიცია იყო შეთანხმებული, რომ არ დაუჭერდა მხარს იმ კანდიდატებს, რომლებიც იქნებოდნენ ქართული ოცნების მონა მორჩილი და რომელიც ქვეყანაში განახორციელებდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. არავისთვის ამ კანდიდატებიდან ოპოზიციას მხარი არ დაუჭერია. მაშინ მოხდა ორი რამ, ან გაიყიდა 5 ადამიანი, ვინაიდან 5-მა ოპოზიციონერმა მისცა ხმა, ან მოხდა მანიპულაცია პროგრამაში. ეს არის გამოძიების საგანი", - თქვა გოცირიძემ.
პარლამენტში კენჭისყრა ამ დროისთვის შეწყვეტილია. იხილეთ: