
რუსეთთან ფრენების აღდგენა, როდესაც ყველა სხვა ქვეყანა წყვეტს ამ კავშირებს, დადებითად არ აღიქმება და საქართველოს შეფასებაზე უარყოფითად იმოქმედებს - აცხადებს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, ევროკავშირი ვერ აუკრძალავს საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას, თუმცა ბრიუსელში რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას დადებითად არ შეხვდნენ:
"რაც შეეხება რუსეთთან ავიამიმოსვლას. ევროკავშირი ვერ აუკრძალავს საქართველოს ასეთ რამეს, თავად საქართველოს გადასაწყვეტია, რომელ ქვეყნებთან უნდა ჰქონდეს ავიამიმოსვლა. ევროკავშირი არ არის დიქტატურა, რომ სხვა ქვეყნებს რამე დააძალოს, თუმცა, ბრიუსელში რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას დადებითად არ შეხვდნენ და როდესაც საუბარი იყო კანდიდატის სტატუსის მიცემაზე, მათ თქვეს, კარგი, მაგრამ შევხედავთ, როგორ მოიქცევა საქართველოს მთავრობა. ამიტომ, ახლა რუსეთთან ფრენების აღდგენა, როდესაც ყველა სხვა ქვეყანა წყვეტს ამ კავშირებს, დადებითად არ აღიქმება და საქართველოს შეფასებაზე უარყოფითად იმოქმედებს. დღეს საქართველო ერთი ნაბიჯით ჩამორჩა უკრაინასა და მოლდოვას. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მეტი ნაბიჯითაც ჩამორჩეს." ამბობს იოზვიაკი.