
ახლა შეშფოთებების დრო არაა, ქმედების დროა. თუ რამე უნდა აშშ-ს ჩვენთან, როგორც პარტნიორთან, პრაგმატული ნაბიჯები უნდა გადადგას, მათ შორის ფრენების აღდგენა, სავიზო რეჟიმის თუ გაუქმება არა შემსუბუქება.
ეს მოცემულობაა ცუდი, ოკუპანტი ქვეყანა ვიზებს აუქმებს და პარტნიორი ქვეყანა სანქციებით გვემუქრება, ესაა მოცემულობა და ახლა თქვენ დაადგინეთ, პარტნიორული ურთიერთობაა ეს თუ ვასალური დამოკიდებულება.
ეს ემსახურება იმას, რომ საქართველომ დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება და ეს არ მოსწონს ამერიკაში შესაბამის ძალებს. იმედია იქნებიან ძალები, რომლებიც პარტნიორულ ურთიერთობას დაამყარებენ.
თქვა "ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა დეპუტატმა და "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე.