"დაკვირვებას გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ" | სახდეპი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე

გამოქვეყნდა:

"დაკვირვებას გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ვედანტ პატელი სახდეპში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ საუბრობს და რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებს ეხმაურება.

"თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება, ეს მზარდად შემაშფოთებელი იქნება არა მარტო აშშ-სთვის, არამედ სხვა დასავლური ქვეყნებისთვისაც. ასევე, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც შესაძლოა საქართველოს აეროპორტიდან მუშაობენენ, თუ ისინი იმ თვითმფრინავებს მოემსახურებიან, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარებიან. 

რუსეთისგან მთელი დასავლური სამყარო დისტანცირდა და გვჯერა, რომ ახლა მასთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ და ნათლად ვისაუბრეთ იმ ფაქტზე, რომ ბევრი დასავლური ქვეყნის მსგავსად, ჩვენს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შემოსვლის აკრძალვისთვის ზომები მიღებული გვაქვს. 

ამ სიტუაციაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ, - ამბობს პატელი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი