დარჩენილმა კანდიდატებმა 90 ხმა ვერ მოაგროვეს - პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ვერ აირჩია

გამოქვეყნდა:

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი შეივსო.

კენჭისყრაზე წარდგენილი დანარჩენი კანდიდატებიდან, ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად კი მეორე ტური გაიმართება, რომელშიც სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას. ესენი არიან - რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.

"ქართულმა ოცნებამ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი ოპოზიციასთან  მოლაპარაკების გარეშე  დაამტკიცა. საკითხი კენჭისყრაზე ისე გაიტანეს, რომ კანდიდატებზე პარტიებთან  შეთანხმება ვერ შედგა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაში კანდიდატებმა 90- ზე მეტი ხმა მიიღეს მაშინ, როდესაც "ოცნების" უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ "ოცნების" ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს. 

ენმ-ის დეპუტატის, ანი წითლიძის თქმით, "ოცნების" კანდიდატებს ოპოზიციიდან ხმა მისცა ნიკა მაჭუტაძემ, ხოლო ბაჩუკი ქარდავასგან როგორც წითლიძემ თქვა, პასუხი ვერ მიიღეს. მისივე ინფორმაციით, კომუნიკაცია არ ჰქონიათ როსტომ და ნატო ჩხეიძეებთან 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი