"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე აცხადებს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ვინც ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს, ნიკა მაჭუტაძე იყო. მისი თქმით, საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ ვერ მიიღეს ბაჩუკი ქარდავსაგან, ასევე, ცდილობენ როსტომ და ნატო ჩხეიძეებთან კომუნიკაციას.
"ამ ადამიანებმა უნდა ახსნან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ერთი, მაგალითად ნიკა მაჭუტაძე, რომელმაც გაუგებარი არგუმენტით მიიღო ეს გადაწყვეტილება, არანაირი ლეგიტიმური საფუძველი მის არგუმენტს არ აქვს, მეორე, ადამიანი ასევე ვინც უნდა დაადასტუროს მისცა თუ არ მისცა ხმა ამას, არის ბაჩუკი ქარდავა, რომლისგანაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ ვერ მივიღეთ. ჩხეიძეებთან დაკავშირებით ჯერ კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ვცდილობთ, რომ მათთან კომუნიკაცია გვქონდეს და მათი პასუხიც. პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის გაირკვეს ვინ არიან ეს ადამიანები და რომ მათგან მოვისმინოთ ჩვენ და ამომრჩეველმა, არგუმენტი, რატომ მიიღეს დღეს მონაწილეობა იმაში, რომ გააძლიერეს კლანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში", - თქვა ანი წითლიძემ.
ცოტა ხნის წინ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. აღნიშნულს დარბაზში ხმაური მოჰყვა, ოპოზიციის ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ "ოცნების" წარმოდგენილი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს.
"გირჩი" და "მოქალაქეები" აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული კანდიდატებისთვის მხარი არ დაუჭერიათ. იხილეთ: