იმ ხუთეულისთვის მე ხმა არ მიმიცია, ზოგ კანდიდატს მხარი დავუჭირე - ბაჩუკი ქარდავა

გამოქვეყნდა:

ბაჩუკი ქარდავა უარყოფს ინფორმაციას, რომ მხარი დაუჭირა ქართული ოცნების კანდიდატებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა ადასტურებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და  ზოგ კანდიდატს მხარი დაუჭირა:

"ჟურნალისტების გამოძიებული საკითხი არ არის. ეს უფრო ვიღაცის ნაჭორავებს ჰგავს. მე გეტყვით, რომ ეს ასე არ ყოფილა. მე საერთოდ პერსონებთან დაკავშირებით განსაკუთრებული დამოკიდებულება და გადაწყვეტილება არ მქონია. ვფიქრობდი, მიმეცა ყველასთვის ხმა  თუ არა, მიმეცა ზოგიერთი კანდიდატისთვის ამ სიიდან ხმა თუ არა, მაგრამ ის რაც შეეხება ქართული ოცნების ინტერესებში რაც შედიოდა, იმ ხუთეულისთვის მე ხმა არ მიმიცია. ზოგიერთ კანდიდატს დღეს მხარი დავუჭირე. კენჭისყარში მონაწილეობა მე მივიღე, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახა და მკაფიო, პრინციპული პოზიცია რომ კენჭისყრაში არ ვიღებ მონაწილეობას, მე არ მსმენია" ამბობს ქარდავა "ფორმულასთან" კომენტარში.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარეშე  დაამტკიცა. საკითხი კენჭისყრაზე ისე გაიტანეს, რომ კანდიდატებზე პარტიებთან შეთანხმება ვერ შედგა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაში კანდიდატებმა 90- ზე მეტი ხმა მიიღეს მაშინ, როდესაც "ოცნების" უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ "ოცნების" ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს.  

კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. იქამდე კი მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი შეივსო, რადგან ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი