"მმართველი პარტია განაგრძობს კლანის მხარდაჭერას... სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა" | NGO-ების საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასა და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ ოპოზიციის იმ წარმომადგელებს, რომლებმაც "ოცნების" ფავორიტ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. 

მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს სასამართლო სისტემაში კლანის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაას. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა და ეს ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც საქართველოს შესასრულებელი აქვს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ეხება, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

დღეს რაც ვნახეთ ჩვენ პარლამენტში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნება არათუ მზად არის, რომ რეფორმები გაატაროს მართლმსაჯულების მიმართულებით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამყაროს არსებული კლანური კორპორატივისტული მმართველობა ამ სისტემაში და ძალიან სამწუხარო არის, რომ ამ პროცესში, ამ მავნებლურ, მართლმსაჯულების და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაში "ქართულ ოცნებას" დაეხმარნენ გარკვეული ოპოზიციური პარტიები, - თქვა გური იმნაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი