მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით - ენმ მაჭუტაძეზე, როსტომ და ნატო ჩხეიძეებზე

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო ფრაქცია ენმ-ის განცხადებით, ფრაქციის რამდენიმესაათიან შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის დეპუტატები, რომლებმაც დღეს მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოში "ოცნების" ფავორიტი კანდიდატებს, თავადვე დატოვებდნენ ფრაქციას:

"არც ერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს ხმა მისცა იუსტიციის საბჭოში კლანის განმტკიცებას, არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები. კენჭისყრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე საუბარი მრავალი საათის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ რომ მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭრეს სასამართლო სისტემაში კლანის განმტკიცებას, სხვაგვარად, ჩვენ იძულებული ვიქნებოდით რომ ცალმხრივად მიგვეღო გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით." განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა არ ადასტურებს ნიკა მაჭუტაძის განცხადებას, რომ ოპოზიციაში რაიმე სახის კომუნიკაციის პრობლემა იყო. 

შეგახსენებთ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი