"კენჭისყრამდე ჩატში 4 გვარი ჩაიწერა, რომელთა მიმართებაშიც შესაძლებელი იქნებოდა მხარდაჭერის გამოცხადება..." | ბეჟაშვილი

გამოქვეყნდა:

"კენჭისყრამდე ჩატში 4 გვარი ჩაიწერა, რომელთა მიმართებაშიც შესაძლებელი იქნებოდა მხარდაჭერის გამოცხადება... სხვა შემთხვევაში ეს მხარდაჭერა არ უნდა დაფიქსირებულიყო", - ამის შესახებ ენმ-ის წევრი ლევან ბეჟაშვილი საგანგებო ბრიიფნგზე საუბრობს.

7-8 თვის განმავლობაში, მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს საშუალება წარადგინოს და დანიშნულ იქნეს არამოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭოში. 7 თვის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით ამ შეთანხმების მიღწევას და ჩვენმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ "ქართული ოცნების" წარმოდგენილ ვერსიას, არ იყო შეთანხმება და შესაბამისად, ჩვენ არ დავუჭერდით მხარს არც ერთ კანდიდატს.

საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან შესაბამის 5 კანდიდატზე, რომლებიც წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და აკადემიურ წრეებს და ყველასათვის მემგონი ეს სახელი და გვარები ცნობილია. და კენჭისყრამდე, საგანგებოდ, 4 გვარი ჩატში ჩაიწერა, რომელთა მიმართებაში შესაძლებელი იქნებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ამ 4 კანდიდატთან მიმართებაში მხარდაჭერის გამოცხადება. სხვა შემთხვევაში ეს მხარდაჭერა არ უნდა დაფიქსირებულიყო.

მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ბატონი სერგეენკო, მაგალითად, "ქართული ოცნებიდან", მთელი 2 თვის განმავლობაში არ გამოჩენილა პარლამენტში და დღეს საგანგებოდ გამოჩნდა, ასევე სხვა დეპუტატებიც საგანგებო მობილიზაციით იყვნენ დღეს გამორჩეულები პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად, ბუნებრივია, ეს თანხვედრა ჩვენი აწ უკე ყოფილი ფრაქციის წევრების მხრიდან მხარდაჭერა სამთავრობო კანდიდატებისათვის, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს აჩენს და მემგონი ეს კითხვის ნიშნებზე პასუხს საზოგადოება თავისთავად გასცემს, - თქვა ბეჟაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი