დეგნანისგან ველოდებოდი სინანულს, რომ მოიკითხავდა საკონსულოში რატომ მოხდა - კობახიძე ვიზებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამერიკის ელჩისგან სინანულის, გულის ტკივილის გამოხატვას ელოდა და ფიქრობდა, რომ ის მოიკითხავდა საკონსულოში სავიზო პოლიტიკის საკითხს.

ჟურნალისტებს მან არ დაუკონკრეტა, მისი აზრით, ვის "დასჯას" ცდილობს ანსამბლ "მართვეს" აშშ-ში ვერ წასვლით ამერიკა. კობახიძის თქმით, იმედი აქვს, რომ ახალი ელჩი დაინტერესდება უფრო მეტად და საკონსულოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება გაუმჯობესდება.

"ველოდებოდი, რომ მოიკითხავდა საკონსულოში რატომ მოხდა, როგორ მოხდა, სინანული, გულის ტკივილი ამასთან დაკავშირებით, თუმცა ნუ არ ვიცი კონკრეტული ტელევიზიის მიმართ ბრალდებაც გაისმა ამის შესახებ. ტექნიკური ვერ იქნება რა თქმა უნდა მიზეზი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ სამ თვეში როცა არის დაგეგმილი გასტროლები ნებისმიერ საკონსულოს შეუძლია ვიზების მოგვარება, მაგალითად, ვიღაცების წაყვანა რომ უნდათ ხოლმე სწრაფად, ორ დღეშიც კეთდება ხოლმე ვიზები, მარტივი მოცემულობაა, ნებისმიერ საკონსულოში. 

მე ველოდებოდი სინანულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო ამ შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხაროა", - თქვა კობახიძემ.

"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებს 37% უკმაყოფილებენ განაცხადებს, მეზოებლი ქვეყნების მოქალაქეებს კი 63-88%-ით.

კობახიძემ 16 მაისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანსამბლი "მართვე" მიდიოდა აშშ-ში, საელჩომ მოითხოვა, რომ წევრებს სათითაოდ შეეტანათ განაცხადი, ვადები კი ნოემბრის ჩათვლით დაასახელა. კობახიძემ თქვა, რომ გასტროლები ზაფხულში უნდა ყოფილიყო და საელჩოს გამო 50 ბავშვი საქართველოში დარჩა. 

ამ განცხადებას დღეს უპასუხა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი