კონკრეტულად ვინ ვისთან იყო გარიგებული უნდა გაირკვეს, ისე, კარგი იქნება თუ ოცნება დაასახელებს მასთან ვინ შედიოდა ლაპარაკში და რაზე გარიგდნენ ისინი თვითონ? - აცხადებს დილარ ხაბულიანი, უფრაქციო დეპუტატი, რომელიც ერთ-ერთია იმ ოპოზიციონერებს შორის რომელმაც გუშინ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს დაუჭირა მხარი, რასაც ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირება მოჰყვა.
დილარ ხაბულიანი ამბობს, რომ მხარს უჭერდა ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურას და ამის შესახებ მისი კოლეგები ინფორმირებული იყვნენ:
"კენჭისყრამდე მე პარლამენტში მოვედი და მოვედი იმისათვის, რომ ქალბატონი ნინოსთვის, ნიშნიანიძესთვის მხარი დამეჭირა. მოვედი, განვაცხადე ყველასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი ვალდებული, იქაც ეს ყველამ ჩვეულებრივად მივიღეთ, გვარებს და სახელებს არ ვასახლებ, თვითონ სხდომათა დარბაზში მოხდა ეს ყველაფერი" აცხადებს ხაბულიანი.
ე.წ. ჩატში, 5 გვარის შესახებ ისაუბრა დღეს ნატო ჩხეიძემაც და სწორედ ნიშნიანიძე დაასახელა. მისი თქმით, საკითხავია, რატომ თქვა ენმ-ის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა მხოლოდ 4 კანდიდატურა, მაშინ, როდესაც დასახელებული იყო 5 გვარი.