ზოგჯერ ადამიანები თვლიან, რომ მათ განსაკუთრებული მოპყრობა ეკუთვნით და არ არის აუცილებელი, რომ მთელი პროცესი გაიარონ - ასე პასუხობს აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი "ოცნების" თავმჯდომარეს.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ანსამბლ "მართვეს" აშშ-ს საელჩომ ვიზები არ მისცა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია, არის თუ არა მისი შვილი აღნიშნული ანსამბლის წევრი:
"სამწუხაროა, რომ "იმედმა" კვლავ აირჩია არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება. მინდა გითხრათ, რომ ყოველ წელს, ათასობით ქართველი მიემგზავრება აშშ-ში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები. მაგალითისთვის, გასულ თვეს, 309 მოცეკვავესა და მომღერალზე გაიცა ვიზები და ისინი ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ზოგჯერ ადამიანები თვლიან, რომ მათ განსაკუთრებული მოპყრობა ეკუთვნით და არ არის აუცილებელი, რომ მთელი პროცესი გაიარონ. მაგრამ არსებობს გარკვეული წესები და ნაბიჯები, რომლებიც უნდა შესრულდეს ვიზის მისაღებად და ეს ინფორმაცია გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია ჩვენს საიტზე" ამბობს დეგნანი.
იხილეთ ასევე: