
ეს დაბნეულობას გამოიწვევს ევროპაში, გაჩნდება კითხვა, რატომ არ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩავიდეს და განცხადებები გააკეთოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სცენიდან - აცხადებს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის ნებართვას ზურაბიშვილი მთავრობიდან ამ დრომდე ელოდება.
"ეს დაბნეულობას გამოიწვევს ევროპაში. გაჩნდება კითხვა, რატომ არ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩავიდეს და განცხადებები გააკეთოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სცენიდან, განსაკუთრებით ახალა, როდესაც ქართველო პოლიტიკოსები უფრო მჭიდრო კავშირში უნდა იყვნენ ბრიუსელთან, ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნება. სტრასბურგში სიტყვით გამოსვლა უზარმაზარი პატივია, ამის საშუალება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს იშვიათად ეძლევათ და საქართველომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას" - ამბობს რიკარდ იოზვიაკი
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია. თავდაპირველად, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით 18 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოგვიანებით ვიზიტი გადაიდო. მიზეზად მაშინაც მთავრობის მხრიდან, ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობა დასახელდა.