"ნებისმიერი არაორგანიზებულობა ოპოზიციის მხრიდან, იწვევს ძალიან დიდ იმედგაცრუებას საზოგადოებაში" | ნინო ლომჯარია

გამოქვეყნდა:

"ნებისმიერი არაორგანიზებულობა ოპოზიციის მხრიდან, იწვევს ძალიან დიდ იმედგაცრუებას საზოგადოებაში", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს და 17 მაისს, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებსა და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას ეხმაურება

ოპოზიციამ რა ქნა, კარგად ვერ გავიგე. ერთია, რომ თუ ამ დეპუტატებმა მიიღეს შეგნებული გადაწყვეტილება და ჩათვალეს, რომ საჭირო იყო კონსენსუსი კანდიდატებზე და ამიტომ მისცეს ხმა, მაშინ ეს ერთი საკითხია, თუ გაუგებრობა იყო და თვითონაც არ იციან ვის მისცეს ხმა და რატომ მისცეს, მეორე საკითხია, იმიტომ რომ როდესაც იგივე ევროკავშირი აუცილებლად შეაფასებს ამ პროცესს, გარკვეული სინათლე უნდა იყოს, ხო, ამ ყველაფრის გარშემო... გვინდა, არ გვინდა, ეს ადამიანები, ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს, არიან ოპოზიცია და თუ მათ ეს შეგნებულად გააკეთეს, არ ვიცი, თუმცა ახსნა ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, დაბნეული ვარ მე თვითონ... ნებისმიერი არაორგანიზებულობა ოპოზიციის მხრიდან, იწვევს ძალიან დიდ იმედგაცრუებას საზოგადოებაში...

ხელისუფლება გადაეფარა დასანქცირებულ რამდენიმე ადამიანს, პარლამენტმა დაარღვია კონსტიტუცია, რომ არ შექმნეს საგამოძიებო კომისია და საბოლოო ჯამში დააგვირგვინეს იმით, რომ თქვეს რომ არცერთ მათთვის არასასურველ ადამიანს არ დაუჭერდნენ მხარს. ამ ყველაფერს ევროკომისია შეაფასებს და მათი სათქმელია, საბოლოო ჯამში ხედავენ თუ არა ხელსიფულების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, - ამბობს ლომჯარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი