
"პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გადადოს გვერდით... მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ნიკა გვარამიას შეწყალებაა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს.
ამბობს, რომ ის, რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილისგან მთელი საზოგადოება ელოდება, სწორედ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლებაა. ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, "მისგან დავინახოთ, რომ ის არამარტო საუბრობს, არამედ დგამს ნაბიჯებს რაც მას შეუძლია, რომ ერთით ნაკლები ტვირთი ჰქონდეს ქვეყანას".
მისივე თქმით, "ევროპა ვერ განგვიხილავს, თუ ჩათვლის, რომ პოლიტიკური მოტივაციით სხედან ადამიანები ციხეში".
იხილეთ ასევე: