პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "აფხაზური ამბების" დამფუძნებელი გელა ხასაია და აქციის მონაწილე გიორგი ახობაძე დააკავეს.
"აეროპორტთან დააკავეს ჩვენიანი, Gela Khasaia, აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa-ს დამფუძნებელი
ასევე დააკავეს გიორგი ახობაძე, ასევე ჩვენიანი
მიზეზი არ ვიცით
სავარაუდოდ დედის რძეს აგინებდნენ რუსეთუმეებს," - წერს პარტია სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, აეროპორტთან პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტთან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებდნენ. ისინი პირველ რუსულ თვითმფრინავს ბანერებით, ასევე უკრაინის, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დახვდნენ.