შიში ძალაშია, როგორც ჩანს მთავრობა მოერიდა სპეკულაციებს - კობახიძე პრეზიდენტის ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ძალაშია შიში" ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით. მან პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას თქვა, რომ მთავრობა ამ საკითხზე სპეკულაციებს მოერიდა.

"ეს შიში ძალაშია, შიში ძალაშია, თუმცა დავაკვირდეთ, ნუ რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტი პარლამენტის კედლებიდან გააკეთებს სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ განცხადებებს თუ გააკეთებს ამას ევროპარლამენტის შენობაში. [...] როგორც ჩანს მთავრობა, შეიძლება სამართლიანად, მოერიდა სპეკულაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტი, ისევე როგორც "რადიკალური ოპოზიცია" კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ამას საქართველოდან გააკეთებს ევროპიდან. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი