ამის საჯაროდ გამოტანა არასერიოზულია, ვიზიტზე განაცხადი დაუკმაყოფილდება - ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი დაუკმაყოფილდება განაცხადი ბრიუსელში ვიზიტზე. მისი თქმით, ამ თემის საჯაროდ გამოტანა არასერიოზულია და ამხელა ყურადღებას არ იმსახურებს. 

"უხერხულია ამ თემებზე საუბარი, ეს არის ტექნიკური საკითხები, რომლებსაც წყვეტენ ადმინისტრაციები ერთმანეთთან, ამის საჯაროდ გამოტანა არასერიოზულია, უადგილოა და საერთოდაც მე ვფიქრობ, რომ არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი, რომელიც შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა დაგეგმილი [შეხვედრა]  მანამდე, ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, მაგრამ ამის თაობაზე გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ უკვე გაცემული გვქონდა თანხმობა. ასე, რომ მე ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა.  არაფერი არ ხდება საერთოდ, ჩვენ ვმუშაობთ და მთავარი არის ის ძირითადი საქმეები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია. თავდაპირველად, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით 18 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოგვიანებით ვიზიტი გადაიდო. მიზეზად მაშინაც მთავრობის მხრიდან, ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობა დასახელდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი