
"დღეს, აეროპორტთან დაკავებული გელა ხასაია და გიორგი ახობაძე თავისუფლები არიან", - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლება" წერს:
დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავებული ჩვენი სოციალური მედია მენეჯერი - გელა ხასაია და ასევე ჩვენი წევრი - გიორგი ახობაძე თავისუფლები არიან!
გელა ხასაიას სასამართლო პროცესი გადაიდო 25 მაისამდე.
გიორგი ახობაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი არ ჰქონია, მანამდე გამოუშვეს.
20:00 საათზე პარლამენტთან!, - წერს გირჩი - მეტი თავისუფლება.
იხილეთ ასევე: