რამდენიმე ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს და ღმერთმა ქნას, რომ დავადგინოთ ვინ იყო - გომელაური მარტის აქციებზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილებს მხოლოდ ერთი ადამიანი არ ისროდა და ამას რამდენიმე დემონსტრანტი აკეთებდა. 

როგორც გომელაური ამბობს, სავარაუდო დამნაშავეების დადგენის მიზნით გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. 

"მე მინდა გაგახსენოთ გამოსვლები, რომ ეს იყვნენ მოგზავნილები, სუს-ის აგენტები, პოლიციის აგენტები, ვინც ისროდნენ ამ მოლოტოვებს კოქტეილების. თუმცა, მერე რომ დავაკავეთ, ეს ადამიანი უნდა განთავისუფლდეს, ეს წესიერი ბავშვია, ეს არის ახალგაზრდა, რომელიც არის ჩვენი მომავალი. ერთი კვირის წინ იყო სუს-ის აგენტი და ახლა გახდა მომავალი თურმე. 

ბევრი რამე არის, როცა უსამართლოდ გვაბრალებთ რაღაცებს და ხშირ შემთხვევაში, იგივე მოწოდებები, თქვენ თქვით რომ მოწოდებები არ იყო. უამრავი მოწოდებები იყო, ტელევიზიითაც გავიდა, პირდაპირ ეთერში. შეტევები იყო, თავის ქალა აქვს ჩატეხილი პოლიციელს, ვინმემ მოიკითხა ერთი რა მოუვიდა? ან დამწვრები, ვინც ბიჭები დაიწვნენ, პირიქით ამბობთ რომ გავათავისუფლოთ იქ ვინც ცეცხლი წაუკიდა, თუმცა იქ ერთი არ ისროდა, გამოძიება მიმდინარეობს და იქ რამდენიმე ისროდა მაგ მოლოტოვის კოქტეილებს და ღმერთმა ქნას რომ დავადგინოთ ვინ იყო," - ამბობს ვახტანგ გომელაური.

შეგახსენებთ, რომ მარტის აქციებზე სამართალდამცველების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით, 21 წლის ახალგაზრდა, ლაზარე გრიგორიადისია დაკავებული.

ვახტანგ გომელაური პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი