ლავროვის სიძე აქ არის, ქალიშვილი აქ არის, სიძის ძმის მამა აქ არის - მელია რუსულ ქორწილზე

გამოქვეყნდა:

სასტუმრო Kvareli Lake Resort-თან გუშინ, გვიან ღამით იქ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე,  ნიკა მელია ჩავიდა, რომელსაც ადგილზე პოლიცია დახვდა და მასთამ ერთად, მყოფი სამოქალაქო აქტივისტების დაკავება დაიწყო.

როგორც მელია ამბობს, სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუდასტურა, რომ იქ სერგეი ლავროვი ოჯახის წევრები იმყოფებიან. 

"ლავროვის სიძე აქ არის, სიძის ძმას ქორწილი აქვს, ქალიშვილი აქ არის, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის მიერ, ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ. ე.ის არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში, მაშინ როდესაც ეს ქვეყანა ოკუპირებულია სწორედაც ლავროვის მიერ - თქვა მელიამ.

მელიას თქმით, არ დარჩა სპეცრაზმელი, ვინც დღეს კახეთში არაა - "სპეცნაზის თანხლებით ატარებენ ქორწილს" ამბობს ის "მთავარ არხთან" და ყველას, ვინც კახეთში ვერ ჩავიდა, დღეს, საღამოს 18 საათზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს 

სასტუმრო Kvareli Lake Resort-თან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე დღეს აქციაა დაგეგმილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი