ურყევი მხარდაჭერა კიევის მიმართ გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება - G7

გამოქვეყნდა:

იაპონიაში გამართულ სამიტზე, დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში მიმდინარე ომს „საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა“- უწოდეს და კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული აგრესია. 

ქალაქ  ჰიროსიმაში გამართული სამიტის დასკვნით კომუნიკეში, ასევე ვკითხულობთ, რომ შვიდეულის წევრი ქვეყნები მზად არიან უზრუნველყონ კიევისთვის აუცილებელი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების, სერიოზულ დარღვევას. რუსეთის არაადამიანური აგრესია საფრთხეს უქმნის მთელს მსოფლიოს და არღვევს ფუნდამენტურ ნორმებს, წესებსა და პრინციპებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ კიევის მიმართ მანამ, სანამ უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობა დამყარდება,“ ნათქვამია კომუნიკეში.

შეგახსენებთ, რომ ჰიროსიმაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიდერებთან შეხვედრები გამართა. უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირველი აუდიენცია შედგა ინდოეთის პრემიერთანაც.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი