"მთავარის" ინფორმაციით, ეკატერინა ლავროვა ქმართან ერთად, საქართველოდან სუს-მა და შსს-მ გასულ ღამეს გაიყვანა - სანქცირებული წყვილი ახლა საუდის არაბეთშია

გამოქვეყნდა:

სერგეი ლავროვის ოჯახის ქორწილი ჩაშლილია. "მთავარი არხის" ეთერში გასული ექსკლუზიური ინფორმაციის შემდეგ, სუს-მა და შსს-მ სანქცირებული პირების გაყვანის სპეცოპერაცია დაგეგმა და შუაღამით ეკატერინა ლავროვას ქმართან ერთად საქართველოს საზღვრები დაატოვებინა.  სიძე- დედოფალი და ქორწილის დანარჩენი სტუმრები კი ამ დრომდე ყვარლის ტბის სასტუმროში რჩებიან. 

ჩვენი ინფორმაციით, ახლა სანქცირებული წყვილი საუდის არაბეთში იმყოფება. 

ხელისუფლება დილიდან პროტესტის ჩახშობას ცდილობს და აკავებს ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტების ქეიფს ეწინააღმდეგება. ცოტა ხნის წინ დააკავეს ელენე ხოშტარია,რომელიც თელავის პოლიციასთან იმყოფებოდა და ყვარელში დღეს დაკავებულებისთვის, ადვოკატის უფლებას ითხოვდა.

განცხადება, რომ ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველო დატოვეს და ქორწილი აღარ შედგება, სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.
 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი