სატელევიზიო ჯგუფებს, ან უფლებამოსილ წარმომადგენელებს დაათვალიერებინონ სასტუმრო - ყვარელში, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

გამოქვეყნდა:

ყვარელში, სასტუმრო "ყვარელი ლეიქ რიზორტთან" შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მათ არ სჯერათ ზურაბიშვილის განცხადების, რომ ლავროვის სანქცირებულმა შვილმა და მისმა ქმარმა სასტუმრო და საქართველო დატოვეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ სატელევიზიო კამერები, ან ორი უფლებამოსილი პირი შეუშვან სასტუმროში, დაათვალიერებინონ კომპლექსი, რათა საკუთარი თვალით ნახონ და დარწმუნდნენ, რომ ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი იქ მართლაც აღარ იმყოფებიან.

"გაუგებარი და უადგილო იყო საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება, წარმოუდგენელია რას უკავშირდება, ალბათ ყურადღების მოდუნება უნდათ, არავინ აქედან წასვლას არ აპირებს,  სანამ ჩვენი თვალით არ დავრწმუნდებით. ვთავაზობთ პოლიციას, რომ ან სატელევიზიო ჯგუფები, ან უფლებამოსილი წარმომადგენელი შეუშვან, დაათვალიერებინონ სასტუმრო და ვნახოთ, რომ ისინი გასულები არიან" ამბობს ენმ-ის წევრი ლევან ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა, სადაც აღანიშნა, რომ  ქორწილი ჩაიშალა და სანქცირებული პირები საქართველოში აღარ იმყოფებიან.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი