აშშ-მ უკრაინას $375 მლნ ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო | რას მიიღებს უკრაინა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 375 მლნ დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.  

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

  •  HIMARS;
  • 155მმ და 105მმ საარტილერიო ვაზნები;
  • ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო (TOW) რაკეტები;
  • ჯაველინის და AT-4 ჯავშანტექნიკის სისტემები; 
  • ჯავშანტექნიკა;
  • სატვირთო და მისაბმელიანი მანქანები მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის;
  • ლოჯისტიკური დამხმარე აღჭურვილობა;
  • სათადარიგო ნაწილები და სხვა საველე აღჭურვილობა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დახმარების პაკეტი აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკსთან შეხვედრისას გამოაცხადა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი