
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქცირებული გემები ვერ შემოვლენ ქართულ პორტებში და ამის კონტროლს საზღვაო სააგენტო უზრუნველყოფს.
ამ განცხადებით ხუციშვილი სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და ბათუმს შორის საზღვაო გადაზიდვა ჯერ კიდევ აპრილის თვეში დაიწყო.
"სანქციებთან მიმართებაში შესაბამისობა იქნება სრულად დაცული, აქ არის ესე ვთქვათ ორ ეტაპიანი კონტროლის მექანიზმი. ერთი, რომელსაც ახორციელებს საზღვაო სააგენტო, ტვირთი, გემის მფლობელი და თვითონ უშუალოდ გემი. თუ არის სანქცირებული ისინი ვერ შემოვლენ და ვერ შემოდიან ქართულ პორტებში და ამას უზრუნველყოფს, ამის კონტროლს, საზღვაო სააგენტო, ხოლო შემდგომ ტვირთებთან მიმართებაში, ამის კონტროლს ახორციელებს საბაჟო სამსახური, ისე როგორც ახორციელებს სახმელეთო და საჰაერო გზით არსებულ ტვირთებთან მიმართებაში," - ამბობს ლაშა ხუციშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით კი, რუსეთის ქალაქის
მიმართულებით საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვა მოღალატეობრივი საქციელია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტით ტვირთის გადაზიდვის შესახებ ინფორმაცია სომხურ მედიაში დღეს გავრცელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერპერეტირებული უწოდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.