სომხური გამოცემა ArmenPress-ის ცნობით, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო.
მედია ამბობს, რომ ეს მარშრუტი ზემო ლარსის პუნქტის ალტერნატივად შეიძლება გამოდგეს, რადგან სომხეთიდან რუსეთში ლარსის გავლით ტვირთის ტრანსპორტირება ხშირად შეფერხებებთან არის დაკავშირებული.
როგორც გამოცემა წერს, ორგანიზაციები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ამ გზის ალტერნატიული მარშრუტის შემუშავებას. ახალი მარშრუტის ორგანიზებისთვის კი სომხეთის ხელისუფლებამ კომპანია CE&M INTERNATIONAL აირჩია. ArmenPress-ის ცნობით, კომპანიამ ნოვოსიბირსკი-ბათუმი, ბათუმი-ნოვოსიბირსკის მიმართულებით ტრანსპორტირება საზღვაო ტვირთის გადაზიდვა აპრილის თვიდან დაიწყო. ტვირთის ტრანსპორტირება სახელმწიფო სუბსიდირების ხარჯზე ხდება.
როგორც სომხურ გამოცემასთან CE&M INTERNATIONAL-ის დირექტორი, დავიდ ილოიანი ამბობს, აღნიშნული მიმართულებით კვირაში ერთი რეგულარული რეისის შესრულებას გეგმავენ.
"დღეს, ჩვენს გემებს 350 კონტეინერის გადაზიდვა შეუძლიათ. 18 აპრილს, ჩვენ ჩვენ წარმატებით შევასრულეთ ჩვენი პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ერთ რეგულარულ ყოველკვირეულ რეისს ნოვოროსიისკისა და ბათუმს შორის და უკან. პარალელურად, მოთხოვნასთან ერთად, თუ საჭირო იქნება, ჩვენ შევძლებთ რომ გავზარდოთ გადაზიდვის რაოდენობა 2-3-მდე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ რეგულარული, სტაბილური ტრანსპორტირება შევასრულოთ კვირაში ერთხელ," - ამბობს ილოიანი.
მისივე ცნობით, ამ მარშრუტის დახმარებით პროდუქტი დანიშნულების ადგილს 20-24 საათის განმავლობაში აღწევს.