ტაქსის მძღოლის ცხედარი მდინარე დებედასთან დამარხეს, მანქანის ნაწილებად დაშლა დაიწყეს - მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე არა არის დაკავებული კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავე, რომელიც ქვემო ქართლში მომხდარ მკვლელობაში ფიგურირებს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორი პირი კი ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

საუბარია 20 მაისს მომხდარ მკვლელობაზე. ცნობილია, რომ მარნეულის სამმა მცხოვრებმა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსი გამოიძახეს. მოგვიანებით, ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლს ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული კაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, მდინარე დებედასთან დამარხეს.

ტაქსის მძღოლის მანქანა მათ მარნეულის მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტოსახელოსნოში წაიყვანეს და კვალის დაფარვის მიზნით, ნაწილებად დაშლა დაიწყეს. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი