შენ თან ეომები, თან ევაჭრები და მე მეუბნები არ ივაჭროო, არაა ეს სწორი - წაქაძე სახდეპზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ თუ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო იქნება, ხელისუფლება მზადაა რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინოს.

წაქაძე ასევე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასაც, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო გააკრიტიკა. წაქაძის მტკიცებით, დასავლეთი რუსეთთან თავადაც "ვაჭრობს".

"თუ რკინიგზა საჭირო იქნება ქვეყნის სიძლიერისთვისა და ეკონომიკური განვითარებისთვის და არ დააზარალებს სახელმწიფოს, აუცილებლად განვახორციელებთ. როცა მეუბნები, რომ შეწყვიტეთ რუსეთთან ვაჭრობა და თქვენ 10 იმდენს ვაჭრობთ, როგორ უნდა დაგიჯერო. თუ მეგობარი ხარ, დამეხმარე მაშინ, თუ არადა ნუ მიშლი ხელს და დავალაგებთ ისეთ ურთიერთობას, რომელიც არავითარი...გარდა ეკონომიკური ურთიერთობისა იცით, რომ ოფიციალურად არ გვაქვს ურთიერთობა. მივიდეთ-მოვიდეთ, ვივაჭროთ, შენ ვაჭრობ, შენ თან ეომები თან ევაჭრები და მე მეუბნები არ ივაჭროო და არაა ეს სწორი", - თქვა ბეჟან წაქაძემ "მთავართან"

გარდა ამისა, წაქაძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასაც არ გამორიცხავს, "თუ ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება".

"[რუსეთთან]დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მე არ მსმენია არაფერი. თუ ეს იქნება საქართველოს ინტერესებიდან, მეეჭვება, რომ რამე შემოგვთავაზოს, მაშინ იქნება. ყველასთან იქნება საუბარი", - თქვა მან.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი