კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, სანქციების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ - სახდეპი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ამერიკა შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო. მისი თქმით, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ რეჟიმს და ახლა არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის.

"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ - მთელი დასავლური საზოგადოება დავშორდით ამ რეჟიმს და ახლა არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა. 

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა. კომპანიამ პირველი ფრენა 19 მაისს შეასრულა, რასაც თბილისში პროტესტი და აქციები მოჰყვა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი