პოლიციისგან შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

გამოქვეყნდა:

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან ზეწოლის შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მოზარდი უკვე დაკითხა. ამ ეტაპზე ლონდა თოლორაიას უწყებაში სამართალდამცავების გამოკითხვა მიმდინარეობს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრულწლოვნის საქმის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც დაკავებულის ოჯახმა პოლიციელის მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაზე საჯარო განცხადება გააკეთა.

როგორც კი მედიაში ამაზე ინფორმაცია გავრცელდა, ჩვენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დავიწყეთ გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს აქტიურად, არის საკმაოდ ვრცელი მოწმეთა ბაზა, რომელთა დაკითხვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. გპირდებით, რომ ამ საქმის გამოძიება არ გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით -, ამბობს სახელმწიფო ინსპქტორი. 

19 წლის ფეხბურთელი 18 ივნისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. დაკავებულია 17 პირი. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის გარდა, გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ეს ბრალი 17 დაკავებულიდან არც ერთს არ აქვს წარდგენილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი