საქართველოს პრემიერმა კატარში ამაზრზენი განცხადება გააკეთა...ირაკლი სხეულს ყიდის რუსეთის საელჩოში და უნდა მთელმა საქართველომ იგივე გააკეთოს - გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო კატარში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და მას ამაზრზენი უწოდა.

გონჩარენკოს თქმით, ღარიბაშვილი ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ "მიათრევს".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარში გამართულ ფორუმზე ამაზრზენი განცხადება გააკეთა.
მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თითქოს ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობს (სინამდვილეში კი ბრუნვა იკლებს) და ეს არის ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობა უნდა გაზარდოს.
და, რა თქმა უნდა, მან ისევ დაადანაშაულა "უკრაინელი პოლიტიკოსები" "საქართველოს კონფლიქტში ჩათრევის" მცდელობაში.
ირაკლი, შენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენიც.  მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ამის გამოსასწორებლად. შენ კი შენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ და მთლიანი ოკუპაციისკენ ექაჩები. 
რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ვაჭრობაზე ვსაუბრობთ. ირაკლი სხეულს ყიდის რუსეთის საელჩოში და უნდა მთელმა საქართველომ იგივე გააკეთოს." წერს გონჩარენკო, ქართულენოვან პოსტს.

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ანტიუკრაინული და ანტიდასავლური განცხადებები. მისი თქმით, ახლა რუსეთს უკრაინის 20% აქვს ოკუპირებული და არავინ იცის ომი როდემდე გაგრძელდება. როგორც მან აღნიშნა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის "საერთაშორისო საზოგადოება საკმარისს არ აკეთებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი