საქართველოს რუსეთთან ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება - ბეჟან წაქაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ბეჟან წაქაძის თქმით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობები "ჰაერივით ესაჭიროება" და სხვანაირად ის ვერ იარსებებს.

"ისინი თუ ჩვენი პარტნიორები არიან, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს [რუსეთთან] ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება. სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება და ვერავინ გვეხმარება. დაველოდოთ რას იტყვიან. დარწმუნებული ვარ, თუ ისინი [ევროკავშირი] ანალიზს გააკეთებენ, თუ რას აკეთებს საქართველო და როგორ სჭირდება ეს, სხვანაირად ჩვენ ვერ ვიარსებებთ, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვერ ჩავერთვებით იმ რეგულაციებში, რაც ევროპამ დააწესა და ეს იციან. 

თვითონ ევროპა იძულებულია, ყველაზე საჭირო პროდუქცია მისგან [რუსეთისგან] იყიდოს, მაგალითად, ამერიკელები ყიდულობენ სასუქს, ევროპელები გაზს, უამრავ პროდუქტს სხვადასხვა ლითონებს და ა.შ. და რატომ ყიდულობენ, რადგან ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ასევე ჩვენ გვესაჭიროება ურთიერთობა ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი პროდუქცია სჭირდება", - ამბობს ბეჟან წაქაძე.

შეგახსენებთ, საქართველო შესაძლოა სანქცირებული ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდეს. ბრიუსელში უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უნდა გაიმართოს, რომელზეც სანქციების მე-11 პაკეტზე უნდა შეჯერდნენ.  არაოფიციალური ცნობებით, სანქციების პროექტში უკვე გაჩნდა ჩანაწერი- კავკასიის ქვეყნები, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს რომ  სტრატეგიული პარტნიორები შეზღუდვებს დაუწესებენ ქართულ კომპანიებსაც. 

მე-11 პაკეტი არ ეხება ინდივიდებს, მაგრამ ეხება იმ კომპანიებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში.  

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი