ჟონავს ინფორმაცია, რომ EU-ში კავკასიის ქვეყნებიც მოიაზრება, როგორც რუსეთის დამხმარე სანქციების არიდებაში - გუგულაშილი

გამოქვეყნდა:

დღეს, 24 მაისს ევროკავშირში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შხვედრა გაიმართება, სადაც რუსეთისთვის სანქციების მე-11 პაკეტზე იმსჯელებენ.

ბრიუსელის კულუარებში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ სანქციების პროექტში გაჩნდა ჩანაწერი - კავკასიის ქვეყნები, რაც მანამდე არცერთ ეტაპზე არ ყოფილა და რაც იძლევა საფუძვლიანი ეჭვის მიზეზს, რომ შესაძლოა სანქციების ახალ პაკეტში საქართველოც მოიაზრებოდეს.

ცნობილია, რომ ამჯერად სანქციები მიმართული იქნება არა კონკრეტული პირების, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის კომპანიების  წინააღმდეგ. 

"ინფორმაცია, რაც კულუარებიდან ჟონავს არის ის, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების მსგავსად, კავკასიის ქვეყნებიც მოიაზრება, როგორც ქვეყნები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებაში.

უკვე სანქციების პაკეტში შევიტანეთ საქართველო და მისი კომპანიები, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ღიად ადებს თითს, როგორც მტრის ბანაკში მოაზრებულ ქვეყანას. ეს რომ გააკეთონ არ უნდათ, რადგან ეს ნიშნავს, რომ მეგობარი ქვეყანა ამათ რიგებს გამოეყო და გადავიდა რუსეთის ბანაკში და თვითონ საქართველოსაც ეუბნებიან, რომ  მე შენთან უკვე რა ურთიერთობაც მაქვს იმასაც გადავხედავ.

დღეს თუ დასანქცირდა ქართული კომპანია, რომელიც მუშაობს აეროპორტისთვის ან საქართველოს ავიახაზები, ან სხვა რაღაც კომპანიები, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ არსებულ ხელშეკრულებებზე და თანამშრომლობაზე ჩვენ გვაქვს უკუსვლა. სტატუსი, რა თქმა უნდა, დაზიანდება, მაგრამ ამ სტატუსზე აღარაა ლაპარაკი, რადგან იქ არ ვართ. დღეს რა ეტაპზეც ჩვენ ვართ ურთიერთობაში ის გამოაცხადეს", - თქვა მწვანეთა პარტიის მრჩეველი ევროპარლამენტში თამარ გუგულაშილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი