რუსეთის მხრიდან, საქართველოსთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლების რეაქციამ ნატოში შეშფოთება გამოიწვია - ამის შესახებ განცხადება პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ გააკეთა.
"არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა განახორციელოს საქართველომ და არის ასევე შეშფოთების დონე რეფორმების რიტმზე, მის შინაარსზე, როგორც უკვე ვახსენე უცხოელი აგენტების კანონი, გადაწყვეტილებების მიღებაზე რეაქციებზე, რომლებსაც ვხედავდით ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო რუსეთის მხრიდან, აღდგენილიყო ფრენები საქართველოსთან. რეაქცია, რომელსაც ჩვენ ვკითხულობდით და ვხედავდით, ესეც შეშფოთებას წარმოადგენს ჩვენთვის და მე გადავეცი გზავნილი თქვენს ხელისუფლებას და ვიცით, რომ ცალმხრივი გადაწყვეტილება მოსკოვის მხრიდან იქნა განხორციელებული, საქართველოს რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე რა იყო? იმ დროს, როდესაც ჩვენ გვწამს, რომ ყველა უნდა ვუჭერდეთ მხარს უკრაინას, რამდენადაც შეგვიძლია, ასეთი ტიპის რეაქციამ შეიძლება თავისებურად ჩრდილი მიაყენოს იმას, რომ რუსეთი ცდილობს სანქციებს თავი დააღწიოს. ჩვენ ნათელი პოზიცია უნდა გვეჭიროს, ყველანი უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით და რეაქცია რასაც ვეცნობოდით, არის შეშფოთების საგანი ჩვენთვის და გადავეცით ეს გზავნილი თქვენს ხელისუფლებას...
ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის გადაწყვეტილება, მაგრამ, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, შეშფოთება უფერო ეხება იმ რეაგირებას, რომელიც მოვისმინეთ პარლამენტის ზოგიერთი წევრის მხრიდან და მთავრობის წევრის მხრიდან" ამბობს კოლომინა.
კითხვაზე, რას შეიძლება ელოდოს საქართველო ნატოს ვილნიუსის სამიტისგან, კოლომინამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა როგორ ჩატარდება სამიტი და იმედი გამოთქვა, რომ მას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება:
"ჩვენ ვწყვეტთ ჯერ კიდევ როგორ ჩატარდება სამიტი. ველით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. მადრიდში მონაწილეობდა პრემიერი ღარიბაშვილი.
ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს მიმართ და ვიქნებით ერთგულები იმისდა მიუხედავდა, ვინ დაესწრება სამიტს. მინდა, რომ საქართველოს შესაბამის წარმომადგენლობა ჰყავდეს მას შემდეგ რაც მადრიდში მივიღეთ გადაწყვეტილება და შევაფასოთ, როგორ ხორციელდება ეს გადაწყვეტილებები.ჩვენ ასევე მივიღებთ მაღალი დონის კომუნიკეს. ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში. მადრიდში დავამტკიცეთ სტრატეგიული კონცეფცია, მაგრამ ეს გახლავთ განსხვავებული დეკლარაცია, პოლიტიკური წონის და რა მიმართულებით გააგრძელებს ნატო მოძრაობას შემდგი რამდენიმე წლის განმავლობაში და ველით, რომ საქართველოც ხელს მოაწერს კომუნიკეს იმ ჩანაწერით, რომელიც შეხება თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს" აღნიშნა კოლომინამ. [სინქრონული თარგმანი - "ფორმულა"]
იხილეთ ასევე: