ჟურნალისტების კითხვაზე, რას შეიძლება ელოდოს საქართველო ნატოს ვილნიუსის სამიტისგან, კოლომინამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა როგორ ჩატარდება სამიტი და იმედი გამოთქვა, რომ მას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება:
"ჩვენ ვწყვეტთ ჯერ კიდევ როგორ ჩატარდება სამიტი. ველით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. მადრიდში მონაწილეობდა პრემიერი ღარიბაშვილი.
ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს მიმართ და ვიქნებით ერთგულები იმისდა მიუხედავდა, ვინ დაესწრება სამიტს. მინდა, რომ საქართველოს შესაბამის წარმომადგენლობა ჰყავდეს მას შემდეგ რაც მადრიდში მივიღეთ გადაწყვეტილება და შევაფასოთ, როგორ ხორციელდება ეს გადაწყვეტილებები.ჩვენ ასევე მივიღებთ მაღალი დონის კომუნიკეს. ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში. მადრიდში დავამტკიცეთ სტრატეგიული კონცეფცია, მაგრამ ეს გახლავთ განსხვავებული დეკლარაცია, პოლიტიკური წონის და რა მიმართულებით გააგრძელებს ნატო მოძრაობას შემდგი რამდენიმე წლის განმავლობაში და ველით, რომ საქართველოც ხელს მოაწერს კომუნიკეს იმ ჩანაწერით, რომელიც შეხება თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს" აღნიშნა კოლომინამ. [სინქრონული თარგმანი - "ფორმულა"]
ნატოს წარმომადგენელმა 11-12 ივლისს გასამართი ნატოს სამიტის ნომერ პირველ პრიორიტეტად უკრაინის მხარდაჭერა დაასახელა.