"ნარმანიამ დაადასტურა, რომ შესაძლებელია ტარიფების შემცირება, მაგრამ არ ამცირებენ... დაგვცინიან" | ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნარმანიამ დაადასტურა, რომ შესაძლებელია ტარიფების შემცირება, მაგრამ არ ამცირებენ... დაგვცინიან", -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 8 მაისს, მოითხოვა ტარიფების შემცირება, დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად ... დღეს - 24 მაისს, ინტერვიუ ჰქონდა დავით ნარმანიას და დაადასტურა, რომ შესაძლებელია ტარიფების შემცირება მაგრამ არ ამცირებენ, იმიტომ რომ არ იციან რა იქნება დეკემბერში ... დაგვცინიან. სასწრაფოდ შეიკრიბოს სემეკი და იმსჯელოს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გადასახადის შემცირებაზე, - წერს ხაბეიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი