"შევიკრიბოთ 26 მაისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და მოვაწყოთ მსვლელობა" | მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"შევიკრიბოთ 26 მაისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და მოვაწყოთ მსვლელობა", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

ევროპული იდეა ეროვნული იდეაა!

მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ 26 მაისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და მოვაწყოთ მსვლელობა, ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი. ვაჩვენოთ, სადაა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტია. ესაა ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი არჩევანი, ესაა ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტის არჩევანი.

საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია! ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას!

ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის!

გელოდებით ყველას უნივერსიტეტის ბაღში, ვისაც ევროპა ქვეყნის მომავალი ჰგონია. მიუხედავად პარტიულობისა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ვაჩვენოთ ერთიანობა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!

ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!, - წერს ხაზარაძე.

მანამდე კი, "ლელოს" წევრებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა მიიტანეს.

 ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოზე ევროკავშირის დროშა აღარ გადმოფინა.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი