საქართველო ირჩევს ევროპას! | 26 მაისს, ევროკავშირის დროშებით ორი მსვლელობა გაიმართება

გამოქვეყნდა:

26 მაისის ღონისძიების გაფორმება ევროკავშირის დროშის გარეშე - მოქალაქეების ნაწილის პროტესტის შემდეგ მთავრობამ განმარტა, რომ სადღესასწაულო გაფორმებას წელს შარშანდლისგან განსხვავებული თემატიკა აქვს. მთავრობაში ამბობენ, რომ წელს 26 მაისის გზავნილია "თავისუფლების სიყვარულით" და გაფორმებაც ეროვნული სიმბოლიკით მოხდა. 

მოქალაქეებმა მსვლელობა, სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას" დააანონსეს. ორგანიზატორები წერენ, რომ 10:30 რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან ევროკავშირის დროშებით და მსვლელობით მივლენ პარლამენტამდე. 

საპროტესტო მსვლელობა დააანონსა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემაც. მან სოციალური ქსელით მოქალაქეებს მოუწოდა 26 მაისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი