უცნაური კამპანია წამოიწყეს, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით - ბოჭორიშვილი

გამოქვეყნდა:

"ძალიან უცნაური კამპანია წამოიწყეს, მორიგი, სოციალურ ქსელებში. არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით, საქართველოს დღესთან დაკავშირებით რომ იყოს პარლამენტის შენობაზე. ვისაც აწუხებს, დროშა ნამდვილად არის პარლამენტის წინ ევროკავშირის. რაც შეეხება იმას, რომ დღეს თბილისი საქართველოს დროშის ფერებშია გაფორმებული და საქართველოს დღის საზეიმოდ ვემზადებით, მე მხოლოდ მახარებს. რატომ სწყინთ, არ ვიცი. ყოველ წელიწადს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული, მე მგონი ასე მახსოვს მე, ასე ახსოვს ალბათ საზოგადოებას და ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ, თუკი საქართველოს დღეს საქართველოს ფერებში ვიზეიმებთ და ასე აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს".

თქვა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა "იმედის" ეთერში. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი