რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
სერგეი შოიგუს თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებულ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე კონტროლი რუსეთის ხელში იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პუტინმა, 25 მარტს გააკეთა. ლუკაშენკომ კი აღნიშნა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა შექმნილია და მზადაა.