ქართული ავიაკომპანია, რომელიც სანქცირებულ რუსეთს ევრპისკენ გზას უხსნის. მოსკოვში განხორციელებული ავიარეისების შემდეგ საქართველოს ავიახაზები მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ფრენები ევროკავშირის სახელმწიფოებში.
თუმცა, არ არის გამორიცხული, გაიაშვილის გეგმა განუხორციელებელი დარჩეს. ოკუპანტ ქვეყანასთან აღდგენილი ფრენების გამო ქართული ავიაცია შესაძლოა მეორადი სანქციების ობიექტი გახდეს.